როგორია ავარიის დროს დაშავებული რუსთაველი კაცის მდგომარეობა [video]

2022-11-07 13:01:15

სოფელ გამარჯვებაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 30 წლის რუსთაველი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. [ვიდეო/video]

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, სადაც ახალგაზრდა ავარიის შემდეგ მოათავსეს.

მათი თქმით, პაციენტს დაზიანებები თავის არეში აქვს და სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს უგონო მდგომარეობაში იყო.

ახალგაზრდა კაცი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში  მოთავსებული, თუმცა დღის მეორე ნახევარში "ქართულ-ჰოლანდიურ" კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გამარჯვებაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ორ ხეს შეეჯახა, ამოტრიალდა და ბოლოს გაჩერებულ მიკროავტობუს შეეჯახა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები