რუსთაველმა სპორტსმენმა საერთაშორისო ჩემპიონატში გაიმარჯვა [photo]

2023-06-15 19:45:26

რუსთაველი სპორტსმენის წარმატება გრეპლინგის საერთაშორისო ჩემპიონატში.

24 წლის ამიკო სვიმონიშვილმა GAMA Grappling-ში მიიღო მონაწილეობა და ამერიკელ მეტოქეს სძლია.

რუსთაველმა სპორტსმენმა 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და George Rublev დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამიკო სვიმონიშვილის კონკურენტი აბუ დაბის ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავთ, ქართველმა ის მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

შალვა მამაცაშვილის მიერ გაწვრთნილი სპორტსმენი აღნიშნავს, რომ ეს მის კარიერაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ჩემპიონატი პირდაპირი ტრანსლაციით 15 ქვეყანაში გადაიცემოდა და მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს.

 

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები