რუსთაველი ძიუდოისტი, 19 წლის გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა ფინალურ ეტაპზე ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი იანგ იუნგ ვეი (ტაიპეი) დაამარცხა და ოქროს მედალიც გაინაღდა.
გიორგი სარდალაშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.