რუსთაველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ოლიმპიური პრიზიორი დაამარცხა. [ვიდეო/video]
67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურულმა ტოკიოს ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ავსტრალიელი ჰარი გარსაიდი ბულგარეთში გამართულ "სტრანჯას" საერთაშორისო ტურნირზე დაამარცხა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველმა მოკრივემ განუცხადა, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება რუსთავსა და რუსთაველებს მიუძღვნა.