მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა

2022-11-04 14:51:23

მარნეულში, სადახლო-მარნეულის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა  მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახა.

შემთხვევის დროს დაშავებული ორი პირი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ავერსის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ერთ-ერთ პაციენტს საოპერაციოდ ამზადებენ.

მომხდარზე "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ფოტო: მთავარი არხი