აშშ-ში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

2022-07-18 11:26:16

აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.