საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში 387 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა თვესთან შედარებით 85%-ით მეტია.
ქვეყნებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც მიღებული გზავნილები მიგრანტთა გადმორიცხვებია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს, საიდანაც 36 მილიონი დოლარი შემოვიდა, მესამეზე კი 29 მილიონით აშშ-ია.
1. რუსეთის ფედერაცია - $174 მლნ, მატება წინა წელთან 351%
2. იტალია - $36 მლნ, მატება წინა წელთან 7%
3. აშშ - $29 მლნ, მატება წინა წელთან 17%
4. საბერძნეთი - $18 მლნ, კლება წინა წელთან -8%
5. ყირგიზეთი - $18 მლნ, მატება წინა წელთან 417%
6. ისრაელი - $16 მლნ, მატება წინა წელთან 7%
7. გერმანია - $16 მლნ, მატება წინა წელთან 47%
8. ყაზახეთი - $10 მლნ, მატება წინა წელთან 72%
9. თურქეთი - $10 მლნ, კლება წინა წელთან -1%
10. სომხეთი - $9 მლნ, მატება წინა წელთან 677%
11. ბელარუსი - $7 მლნ, მატება წინა წელთან 1312%
12. აზერბაიჯანი - $5 მლნ, კლება წინა წელთან -42%
13. ესპანეთი - $4 მლნ, კლება წინა წელთან -5%
14. გაერთიანებული სამეფო - $4 მლნ, მატება წინა წელთან 124%
15. საფრანგეთი - $4 მლნ, მატება წინა წელთან 12%
16. ტაჯიკეთი - $3.8 მლნ, მატება წინა წელთან 320%
17. პოლონეთი - $2.8 მლნ, კლება წინა წელთან -11%
18. უზბეკეთი - $2.7 მლნ, მატება წინა წელთან 323%
19. ირლანდია - $2.4 მლნ, მატება წინა წელთან 41%
20. კანადა - $2.0 მლნ, მატება წინა წელთან 14%
2022 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.0 მლნ აშშ დოლარი (91.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.4%-ით მეტია.