ქართველი პიანისტი, მარინა გაბუნია, ამერიკაში საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ქალი მისი გარდაცვლილი შვილის პიტბულმა დაგლიჯა.
70 წლის ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისმა ქმარმა ნახა და მან პოლიცია გამოიძახა. პიტბული, რომელმაც მანამდე პატრონი დაგლიჯა, პოლიციელის მისვლის შემდეგ თავს სამართალდამცველს დაესხა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოკლა. პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს.
7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც შემთხვევამდე 2 კვირით ადრე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. გარდაცვალებამდე მამაკაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, მშობლებთან ცხოვრობდა.