ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გაჩიანის გზაზე [video]

2021-05-06 16:15:09

რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

როგორც “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, ერთამნეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსს ლილოდან რუსთავის მიმართულებით 18 მგზავრი გადაჰყავდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.