სად წაიღეს "კუკუშკას" ვაგონი [photo]

2020-09-20 00:37:55

ე.წ."კუკუშკას" ვაგონს დღეს დილით მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა დემონტაჟი გაუკეთეს და სხვა ადგილზე გადაიტანეს.

"ინფო რუსთავმა" იმ ადგილს მიაგნო სადაც ვაგონი განათავსეს.

30 წლიანი უძრაობის შემდეგ ვაგონის ბოლო გაჩერება გაგარინის ქუჩაზე, ძველი სახანძროს ეზოში ფიქსირდება.

რა დანიშნულებას შეიძენს "კუკუშკას" ვაგონი ჯერ უცნობია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება სავარაუდოდ ხვალ გაკეთდება.

RUSTAVI