მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებულ ავტობუს შეეჯახა.
32 წლის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფოტო: 24news.ge