მდინარეში 28 წლის ბიჭი დაიხრჩო

2023-05-01 16:41:36

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუღანლოში 28 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თევზაობდა, რა დროსაც მდინარეში დაიხრჩო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები