2022-12-26 13:50:09
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც შუა ხნის მამაკაცი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.