როდის დასრულდება მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია [video]

2022-07-25 18:11:49

რუსთავში თითქმის ერთი წელია მეგობრობის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაინტერესდა, ხომ არ იწელება დროში სამუშაოები და მოხდება თუ არა რეაბილიტაციის დასრულება დათქმულ ვადებში.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოების პირველი ეტაპი სექტემბერში დასრულდება, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია 13 კორპუსს უტარდება. გეგმა-გრაფიკის მიხედვით,  სრულად, გამზირზე არსებული 31 კორპუსის, რეაბილიტაცია 2023 იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

აღნიშნული პროექტი პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 20 000 000 ლარია.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გარდა საცხოვრებელი კორპუსის იერსახის ცვლილებისა, მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა და სკვერები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები