ქმარმა ცოლი დაჭრა

2022-07-20 12:02:47

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქმარმა ცოლი დაჭრა. მამაკაცმა ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა. ქალს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამედიცინო დაწესებულებამ დაჭრილის მიღების შემდგომ მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები