როდის ჩამოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ რუსთაველ სამხედროს

2022-04-14 00:07:54

უკრაინაში 9 აპრილს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ რუსთაველ სამხედროს, დავით მენაბდიშვილს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარასკევს, 15 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი სამხედროს ახლობელმა განუცხადა.

სად მოხდება დავით მენაბდიშვილის დასვენება საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ "ინფო რუსთავი" არკვევს.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ქალაქ იზიუმთან ოკუპანტი რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიაზე ორი ქართველი სამხედრო დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა დაიღუპნენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები