ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა

2026-10-24 18:10:28

ქუთაისში ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა.

ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს და წერს, რომ ტურისტები ცენტრალურ მოედანზე გზას კვეთდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკს-ს 276-ე მუხლით დაიწყო.