სად იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა

2026-10-24 14:35:40

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.