2026-10-24 14:48:20
რუსთაველი ფეხბურთელი დემეტრე ამბროლაძე FIFA-ს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.
16 წლის რუსთაველი ფეხბურთელი დემეტრე ამბროლაძე FIFA-ს U-15 მსოფლიო თასსა და ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს დასრულდება.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას ფეხბურთელის მამამ განაცხადა, დემეტრე 7-დან 14 წლამდე საფეხბურთო კლუბ "რუსთავში" თამაშობდა, მიმდინარე წლის იანვარში კი შერჩევის შედეგად GFF-ის ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს.
"დემეტრეს განვითარებას მწვრთნელები იმედით უყურებენ. ქუთაისის აკადემიაში მას კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი, რის შემდეგაც მისი კარიერის შემდგომი ეტაპის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს",- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას დემეტრე ამბროლაძის მამამ, ლაშა ამბროლაძემ.
სექტემბერში ამბროლაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.