უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს გარდაცვლილ 2 სამხედროს შორის ერთ-ერთი რუსთაველი დათო მენაბდიშვილია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვილილის მეგობარმა განუცხადა, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დავითი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოხალისე იყო, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. რუსთაველი სამხედრო 9 აპრილს ხარკოვის ოლქში ქალაქ იზიუმთან ნაღმზე აფეთქდა.
მისივე ინფორმაციით, 47 წლის მენაბდიშვილი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა 2014 წლიდან, როდესაც რუსებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია მოახდინეს.
მენაბდიშვილი წლების განმავლობაში გორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტშიც მუშაობდა. მას ორი შვილი დარჩა.
ცნობისთვის, 9 აპრილს ქალაქ იზიუმთან ნაღმზე აფეთქების დროს გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი და დაიჭრა 5.