რუსთავში, მტკვარში 5 დღეა კაცს ეძებენ

2022-04-11 19:50:33

რუსთავში, მდინარე მტკვარში 5 დღეა 60 წლამდე კაცს ეძებენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 6 აპრილს შუა ხნის კაცი მდინარეში, სავარაუდოდ, სუიციდის მიზნით შევიდა და გაუჩინარდა.

მდინარეში შესვლამდე კაცმა პირადი ნივთები სანაპიროზე დატოვა, რომელიც ერთ-ერთმა გამვლელმა შეამჩნია და სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია.

კაცის სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები