რუსთავში, მტკვარში კაცს ეძებენ [video]

2022-04-06 19:50:55

რუსთავში, მტკვარში კაცს ეძებენ. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა გამვლელმა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ მამაკაცის ნივთები იპოვა და სამართალდამცავებს აცნობა.

სავარაუდოდ, 60 წლამდე კაცი ადიდებულ მდინარეში სუიციდის მიზნით შევიდა.

ადგილზე მობილიზებული არიან კრიმინალური პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები