როდიდან იგეგმება მგზავრობის გაძვირება

2022-04-08 00:49:50

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა, შესაძლოა, ხვალიდან ან მომდევნო დღეებში გაძვირდეს.

"ინფო რუსთავს" რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და განაცხადეს, რომ მძღოლების მხრიდან ფასის მატებასთან დაკავშირებით მათი გაფრთხილება უკვე მოხდა. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სავარაუდოდ 2.50 ლარი გახდება.

საინფორმაციო სააგენტო დეტალების დაზუსტებას კომპანია "ინტერტრანსთან" ცდილობს. 

შეგახსენეთ რომ, ინფორმაცია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გაძვირებასან დაკავშირებით, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ.

მარტის თვეში მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებდნენ, რომ მგზავრობის საფასური უახლოეს პერიოდში მოიმატებდა და ამის მიზეზად საწვავის ღირებულების გაზრდას ასახელებდნენ.