გაძვირდება თუ არა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა

2022-03-15 00:02:23

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასური გაძვირდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" პირად საუბრებში სხვადასხვა მარშრუტზე დასაქმებულმა მძღოლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, საფასური ჯერ-ჯერობით ისევ 1,80 ლარი რჩება, თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად გაძვირდება. გაძვირების მიზეზად კი საწვავზე ფასის ზრდას ასახელებენ.

მძღოლების განცხადებით, თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 2,5 ლარამდე გაიზრდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები