რუსთავში, მტკვარში მამაკაცის საძიებო სამუშაოები გრძელდება.
60 წლამდე კაცს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ უკვე მეორე დღეა ეძებენ.
შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთმა გამვლელმა მდინარის ნაპირზე მამაკაცის ნივთები იპოვა და სამართალდამცავებს აცნობა.
სავარაუდოდ, 60 წლამდე კაცი ადიდებულ მდინარეში სუიციდის მიზნით შევიდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.