რამდენი ავტომობილია რუსთავში რეგისტრირებული

2022-04-22 11:01:28

რუსთავში 2022 წლის 1 მარტის მონაცემებით 42 054 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით თითქმის 3000-ით მეტია.

ასევე ქალაქში ბოლო ერთ წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მართვის მოწმობას ფლობენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 1 მარტის მონაცემებით ქალაქში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა 62 096 პირს აქვს.

2021 წლის 1 მარტის მონაცემებით კი ეს რიცხვი 45 255 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელში მართვის მოწმობა რუსთავში 16 841 ადამიანმა აიღო.

მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმადვე, რუსთავში მართვის მოწმობას 2770 არასრულწლოვანი, 16-დან 18 წლამდე პირი, ფლობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები