ქალი და კაცი მძღოლების რაოდენობა რუსთავში

2021-04-29 20:27:51

რუსთავში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობას 45 255 მოქალაქე ფლობს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა.

სააგენტოს ცნობით, რუსთავში მართვის მოწმობის მქონე პირებს შორის 12 197 ქალია, ხოლო 33 058 მამაკაცი.

მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რუსთავში მინიმუმ 5 258 მოქალაქეს აქვს მართვის მოწმობა, მაგრამ არ ფლობს ავტომობილს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები