რუსთავში სურსათის მაღაზია 500 ლარით დაჯარიმდა

2022-04-10 00:17:30

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის ერთი სასურსათო მაღაზია, რომელსაც 500 ლარიანი ჯარიმა ვადაგასული პროდუქტით ვაჭრობის გამო დაეკისრა, ხოლო მეორე ხორცპროდუქტების საწარმოა, მათ 1000 ლარიანი ჯარიმა კრიტიკული შეუსაბამობის გამო გამოუწერეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ზურაბ მაკარაძემ მიაწოდა.

მაკარაძის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, გეგმიურად თუ არაგეგმიურად რუსთავში 37, ქვემო ქართლში კი 153 ობიექტი შემოწმდა, აქედან 7 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა. სხვადასხვა ობიექტიდან აღებულია 24 სახის ნიმუში.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები