"ჩვენ გვექნება უკანონო მიშენებების კუთხით ძალიან მკაცრი მიდგომები", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.
ლაცაბიძის თქმით, არქიტექტურის სამსახური მეტად მოქნილი გახდება, კანონის შესაბამისად მოხდება თითოეული ნებართვის გაცემა და დაცული იქნება კორპუსების უსაფრთხოება.
"სამსახური უკვე მუშაობს იმაზე, რომ კანონის შესაბამისად მოხდეს თითოეული ნებართვის გაცემა და რაც მთავარია, დაცული იყოს უსაფრთხოება. ეს არის ყველაზე მთავარი და ამაზე ვმუშაობთ. ვამუშავებთ კიდევ დამატებით დოკუმენტებს, რომ სამსახური იყოს უფრო მოქნილი", - აცხადებს რუსთავის მერი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნინო ლაცაბიძემ ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა წარადგინა. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, დაგეგმილია მერიის არქიტექურის სამსახურის რეფორმა.