როგორია რუსთავში ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა [video]

2022-03-25 19:08:30

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. [ვიდეო/video]

"კლინიკა რუსთავის" გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმის, გიორგი მოდებაძის თქმით, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

"აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები. ჩაუტარდა სხვადასხვა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა, თავის ტვინის კატე, რენტგენი. რაც არის მწვავე და გამოხატული, ესაა ერთ-ერთი ფალანგის ჭრილობა, სადაც მყესია დაზიანებული და ვამზადებთ საოპერაციოდ. სტაბილური პაციენტია", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ვეითთა გადასასვლელზე ახალგაზრდა ქალს შეეჯახა.