რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ქალი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ქალი "ზებრა" გადასასვლელზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი კონტაქტური იყო. მისი ჯანმრთელობის მდგონარეობის შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ.