რამდენი რუსთაველია სამხედრო სამსახურის სავარაუდო თავის ამრიდებელი

2021-03-24 14:55:04

რუსთავში თვენახევრზე მეტია 2022 წლის სამხედრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევები მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენმა რუსთაველმა აარიდან თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ თათარაძემ განგვიცხადა, ამ დროისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სავარაუდო თავის ამრიდებელი 21 ადამიანია.

თათარაძის თქმით, ესენი არიან ის წვევამდელები, რომელთა შესახებაც არ ფლობენ ინფორმაციას აქვთ თუ არა ამ პირებს თავის არიდების საპატიო მიზეზი.

"ვის შესახებაც ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, აქვს თუ არა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ასეთი არის 21 ადამიანი. თუმცა არ გამოვრიცხავ, მოიტანონ ამ პიროვნებებმა საპატიო მიზეზი, რომ ან კოვიდი ჰქონდათ დადგენილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადნენ. ამ ეტაპზე ინფორმაცია მათ შესახებ არ გვაქვს რა მიზეზით ვერ გამოცხადდნენ",- განგვიცხადა მიხეილ თათარაძემ.

2022 წლის საგაზაფხულო გაწვევები პირველ თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. რუსთავიდან 128 ახალგაზრდა უნდა გაიწვიონ.