რუსთავში საგაზაფხულო გაწვევები დაწიყო

2022-02-22 14:56:43

რუსთავში, 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევები პირველ თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

სამხედრო სავალდებულო გაწვევების ფარგლებში, რუსთავიდან 128 ახალგაზრდის გაწვევა მოხდება, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმსახურებენ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოიხდიან ის რუსთაველი, 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

გასაწვევი პირები ვალდებულნი არიან, გამოცხადდენ რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები