სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
დაკავებული უკვე მიიყვანეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების “ფორმულას” თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტსა და ორ ოპერატოს.