2026-09-30 00:54:09
საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისში სანზონაში მაღალსართულიანი სახლის ლიფტი ჩაწყდა რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით ექვსივე დაშავებული კონტაქტურია და მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. პაციენტებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.