"მე დეტალები არ ვიცი, რა განწყობებია თვითონ კომპანიაში და რა არის გეგმა მათი მხრიდან", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ლაცაბიძის თქმით, მაქსიმუს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსთაველების ინტერესი არ დაზიანდეს.
"მე ერთი შემიძლია მოსახლეობას დავპირდე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, ყოველთვის მაქსიმუმ გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსთაველების ინეტერესები არ დაზიანდეს და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მუნიციპალიტეტმა", - განაცხადა ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის ზრდაა მოსალოდნელი. როგორც კომპანია "ინტერტრანსის" მძღოლებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ფასის გაზრდა 2.50-მდე იგეგმება.