"გამოიტანეთ ფული რუსული ბანკიდა",- აღნიშნული საპროტესტო წარწერა რუსთავში მეგობრობის გამზირზე მდებარე VTB ბანკის შენობაზე გააკეთეს და წარწერას უკრაინის დროშაც დაურთეს.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულ მასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ბანკებს სანქციები დაუწესა, მათ შორისაა VTB ბანკიც, რომელსაც ამერიკაში ყველა ანგარიშები გაუყინეს.