"პუტინი აგრესორია, პუტინმა აირჩია ომი"

2022-02-24 22:50:39

"პუტინი აგრესორია, პუტინმა აირჩია ომი",- ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტა, ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციებს უწესებს.

ამერიკა და 27 ქვეყანა, რომელთა შორისაა საფრანგეთი, ავსტრია, ინგლისი, იტალია და სხვა რუსეთს გლობალური ეკონომიკის ფარგლებში უწესებს სანქციებს, რაც ბაიდენის თქმით შეზღუდავს, სამხედრო ძალების დაფინანსებას.

სანქციები მთელი მსოფლიო მასშტაბით უწესდება რუსულ ბანკებს.

ყველა რუსული აქტივი ამერიკაში გაიყინება.

მათ შორის VTB ბანკი აქტივების გაყინვით, რომელიც რუსეთში სიდიდით მეორეა, მიიღებს 250 მილიარამდე ზარალს. სანქციები ეხებათ რუს მილიარდელებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც იზიარებენ პუტინის პოლიტიკას.

რუსეთს ეზღუდება წვდომას მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე და ნახევრდება ამერიკიდან მაღალ ტექოლოგიბზე იმპორტი.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები არ ჩაერევიან უკრაინა-რუსეთის ომში.