რუსთავში ახალი 12 სართულიანი კორპუსი აშენდება

2021-10-13 20:17:01

რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში ძველი 9 სართულიანი ავარიული კორპუსის ადგილზე ახალი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ კენჭი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე უყარეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში 9 სართულიანი ავარიული კორპუსი იდგა, რომლის დემონტაჟიც გასული წლის დეკემბერში მოხდა. 6095 მიწის ფართობი აუქციონზე გაიტანეს და გამარჯვებულ ინვესტორს ხელშეკრულების მიხედვით, 3 წლის ვადაში ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები