რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში 9 სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი დასრულდა.
ამ დროისთვის ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით კორპუსი 6 095კვ/მ მიწის ნაკვეთთან ერთად აუქციონზე გაიტანეს და გაიყიდა.
აუქციონზე გამარჯვებულ ინვესტორს ხელშეკრულების მიხედვით, 3 წლის ვადაში ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალება.
რა გაკეთდება 9 სართულიანი ავარიული კორპუსის მაგივრად ამ დროისთვის უცნიბია.
ცნობისთვის, მე-18 მიკრორაიონის მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა კორპუსის დემონტაჟს.