რუსთავის 2 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

2021-04-26 15:18:55

რუსთავის 2 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

ამის ბიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებაა.

როგორც "ინფო რუსთავს" ა.ა.ი.პ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო პროცესი ამ დროისთვის N18 და N25 ბაგა-ბაღებშია შეჩერებული.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილიდან ბაღებში სააღდგომო დასვენება იწყება, 4 მაისიდან კი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები. შესაბამისად, რუსთავის ყველა ბაღში 30 აპრილიდან 13 მაისამდე დასვენების დღეები იქნება.



 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები