დასვენება რუსთავის ბაგა-ბაღებში

2021-04-13 12:49:44

4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება.

უქმე დღეების მოქმედება ვრცელდება როგორც სკოლებზე, ისე საბავშვო ბაღებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ სააღდგომოდ, დასვენების დღეები 30 აპრილიდან იწყება, ხოლო 12 მაისიც დასვენების დღეა, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 აპრილს შეწყდება და 13 მაისს განახლდება.

4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გადაწყვეტილება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.