რუსთავში დისტანციურ სწავლაზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა

2021-03-24 00:02:22

რუსთავის N7 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

მიზეზი ერთერთი მასწავლებლისთვის კორონავირუსული ინფექციის დადასტურება გახდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

1100-მდე მოსწავლე და 60-მდე მასწავლებელი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე 2 კვირის განმავლობაში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში რამდენიმე დღის წინ სრულად დისტანციურ სწავლებაზე N22 საჯარო სკოლაც გადავიდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები