რუსთავის ერთ-ერთი სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა

2021-03-22 11:24:25

რუსთავის N22 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლების მოდელზე გადავიდა.

ამის მიზეზი მაღალი საფეხურის მასწავლებლისთვის კორონავირუსული ინფექციის დადასტურება გახდა.

როგორც სკოლის დირექტორმა ეკა ცხვედაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სკოლის 1400-ზე მეტი მოსწავლე და 70 მასწავლებელი დისტანციურ სწავლებაზე 2 კვირის განმავლობაში იქნება.

მისი თქმით, უშუალოდ ინფიცირებულ მასწავლებელთან შეხებაში მყოფ მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები