რუსთავში N22 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ეკა ცხვედაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, მასწავლებელი მაღალი საფეხურის კლასებს ასწავლის. სწორედ ამიტომ, პროტოკოლის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ განათლების სამინისტროს შესაბამსი მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, რომ მთლიანი სკოლა სწავლის დისტანცურ რეჟიმზე გადავიდეს.