"ქალბატონი ეკა აიცრება, როცა ის თვითონ ჩათვლის ამას საჭიროდ"

2021-03-16 19:27:37

"მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ეკა აიცრება შესაბამის ეტაპზე, როცა ის თვითონ ჩათვლის ამას საჭიროდ",- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ინფო რუსთავის" კითხვას.

საინფორმაციო სააგენტომ ამირან გამყრელიძეს სთხოვა შეეფასებინა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება, რომელიც მის წილ ვაქცინის დოზას ექიმებს უთმობს, მაშინ როცა საზოგადოების ნაწილისგან არის მოწოდება, რომ მინისტრი Astrazeneca-ს ვაქცინით საჯაროდ უნდა აიცრას.

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია არის პიროვნული საკითხი და საზოგადოებას სთხოვა, რომ პერსონალური შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები