"საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ"

2021-03-15 18:06:11

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის ვაქცინის საკუთარ დოზას ექიმებს უთმობს.
ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმებიც, რომლებიც წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა ტიკარაძემ.