2050 რუსთაველი უფასო საკვებს მიიღებს

2020-01-23 20:50:20

2050 რუსთაველი უფასო საკვებს მიიღებს.

მათი გამოკვების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერიც გამოაცხდა. ბიუჯეტიდან უფასო სასადილოებისთვის 1 249 267 ლარი გამოიყო.

"სიახლე არის ის, რომ 150 ბენეფიციარი დაემატა, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტში თანხაც. რაციონში ემატება კიდევ ერთი სოსისი და  მოხარშული კვერცხიც. უფრო ნოყიერი, კალორაჟის მხრივ გავაუმჯობესეთ. ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ. რა საკვებიც მოსწონთ ჩვენს ბენეფიციარებს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ.

ქალაქის მერიას 2021 წლისთვის დღეში ერთი ბენეფიციარის გამოკვება 1 ლარი და 97 თეთრი დაუჯდება, რაც წინა წელთან შედარებით 25 თეთრით მეტია.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბენეფიციარებს სამი სახის მენიუ შესთავაზოს, ესენია: ზამთრის, ზაფხულისა და სადღესასწაულო მენიუები.

ბენეფიციარებს სასადილოთი სარგებლობა 4 მისამართზე შეუძლიათ:

ბათუმის 17

რჩეულიშვილის 9

ქუჩიშვილის 1

20 მკრ-14 კორპუსის მიმდებარედ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები