სად შეგიძლიათ რუსთავში სწრაფი ტესტის ჩატარება

2020-12-05 11:55:17

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდაა შესაძლებელი ახალ კორონავირუსზე ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სწრაფი ტესტის გასაკეთებლად პაციენტებს შეუძლიათ ამბულატორიებისთვის მიმართვა როგორც ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ასევე, თვითდინებითაც.

კლინიკების ჩამონათვალი ქვემო ქართლში, სადაც პაციენტებს აღნიშნული გამოკვლვა ჩაუტარდებათ, ასე გამოიყურება:

რუსთავი - ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საზოგადოებირივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი (ფიროსმანის ქ. N17);

რუსთავი - "რუსთავის N2 დიაგნოსტიკური სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი" (მესხიშვილის ქ. 1ა);

რუსთავი - "რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო" (წმინდა ნინოს N5)

ბოლნისი - აიიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (სააკაძის ქ.1);

გარდაბანი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საზოგადოებირივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი" (აღმაშენებლის N80);

გარდაბანი - შპს "ჯეო ჰოსპიტალს" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ლესელიძის ქ. N1);

დმანისი - აიიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (წმინდა ნინოს ქ. N39);

დმანისი - შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (წმინდა ნინოს ქ.N37);

თეთრიწყარო - ა(ა)იპ საზოგადოებირივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი (ფარნავაზის ქ. N5);

მარნეული - "მად ი მედი" (26 მაისი ქუჩა N80);

მარნეული - მარნეულის მუნიციპალიტეტის აიიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯნდაცვის ცენტრი (26 მაისი ქუჩა N80);

მარნეული - შპს "მარნეკორი" (26 მაისი ქუჩა N80);

მარნეული - შპს "პროფესორი" (26 მაისი ქუჩა N21);

მარნეული - შპს "ჯეო ჰოსპიტალს" - მარნეულის მრავალპოფილური სამედიცინო ცენტრი (ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორი);

მარნეული - შპს "ჯეო ჰოსპიტალს" მარნეულის ამბულატორიული ცენტრი (რუსთაველის ქ. 112);

წალკა - შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" წალკის სამედიცინო დაწესებულება (ე.თაყაიშვილის N4);

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ განმარტა პროცედურები სწრაფი ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით:

“ვისაც აქვს დამახასიათებელი სიმპტომები- ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიცაა ყნოსვის და გემოს დაკარგვა, დაუყოვნებლივ მიმართონ თავიანთ პოლიკნილიკებს ან სხვა სტაციონარებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ ტესტირება.

ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მსუბუქდება მაქსიმალურად. აუცილებელი აღარ იქნება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. შეიძლება ოჯახის ექიმმა გადაამისამართოს ისინი, ან თვითდინებით მიბრძანდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ მკურნალობა. თუ დადებითია, სასურველია ჩატარდეს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან ან იმოქმედონ სამახსოვროს მიხედვით, რომელიც ადგილზე გადაეცემათ”, – ამბობდა გამყრელიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები