როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, კლინიკა "რუსთავში" ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ახალგაზრდამ ნარკოტიკული საშუალება წითელ ხიდზე შეიძინა, რის შემდეგაც ერთ–ერთი მათგანი ცუდად გახდა და თანმხლებმა პირებმა კლინიკა "რუსთავში" დატოვეს, თვითონ კი ადგილიდან წავიდნენ. მამაკაცი კი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა კლინიკაში გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავს" მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი შინაგან საქმეთა საინისტროში დაუდასტურეს, შსს–ს ინფორმაციით, პოლიციამ ის თანმხლები პირებიც გამოკითხა, რომლებმაც ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში დატოვეს.
"ინფო რუსთავი" კლინიკა "რუსთავთან" დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უქმე დღის გამო საკითხთან დაკავშირებით ისინი კომენტარს ხვალ გააკეთებენ.
საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვლილი კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.